Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა დანიშნა სპეცწარმომადგენელი სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში, მათ შორის „საქართველოსთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან“


ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია. 17 დეკემბერი, 2020 წ.

საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, რფ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დაიკავა მიხაილ პეტრაკოვმა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

"დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრებთან, მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მიხაილ პეტრაკოვი დაიბადა 1959 წელს, დოპლომატიურ სამსახურშია 1982 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა დსთ-ის საქმეთა პირველი დეპარტამენტის დირექტორად და რუსეთის ფედერაციის ელჩად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტის დირექტორად.

საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან, სახმელეთოა 1655 კმ, მათ შორის, რუსეთთან 723 კმ, სომხეთთან - 164 კმ, აზერბაიჯანთან - 322 კმ, თურქეთთან - 252 კმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG