Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: „კორონავირუსის ახალ შტამზე სამიდან ორი შემთხვევა არ დადასტურდა“


„საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს უთხრა.

„სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ, რომლის თქმითაც, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ბევრ ქვეყანაშია აღმოჩენილი:

„საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG