Accessibility links

site logo site logo

პომპეოს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის 365 სტრუქტურისა და სუბიექტის წინააღმდეგ აამოქმედა სანქციები


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მუშაობის განმავლობაში სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის 365-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 3 იანვარს ტვიტერის საშუალებით გაავრცელა განცხადება.


„ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო რუსეთის 365 ობიექტის წინააღმდეგ უკრაინასა და მთელ ევროპაში რუსეთის აგრესიული და მადესტაბილიზებელი ქმედებების პასუხად“, - წერს მაიკ პომპეო ტვიტერში.


მან ასევე გაიმეორა თეთრი სახლის პოზიცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ატარებდა უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ყველა წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით.

„სხვა არც ერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა უფრო მკაცრი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ჩვენი. წერტილი. შეხედეთ ფაქტებს“, - წერს მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ტვიტერით გასული წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი და გადაწყვეტილება შეაჯამა და მათ შორის ცალკე გამოყო საქართველოში სტუმრობა „თავისუფლებისმოყვარე მეგობრების“ მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG