Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დაიწყო AstraZeneсa-ის ვაქცინით აცრის პროგრამა


82 წლის ბრაიან პინკერი AstraZeneca-ის ვაქცინის მიღებისას
82 წლის ბრაიან პინკერი AstraZeneca-ის ვაქცინის მიღებისას

4 იანვარს ბრიტანეთში დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, პრეპარატით, რომელიც გამოიმუშავეს კომპანია AstraZeneсa-მა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. პირველი ბრიტანელი, რომელსაც ნემსი გაუკეთდა, იყო 82 წლის ბრაიან პინკერი.

ამ დროისთვის ბრიტანეთში მზად არიან გამოიყენონ AstraZeneсa-ის ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა. ამავე დროს, ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც. ჯერჯერობით აცრას უკეთებენ სარისკო ჯგუფების წარმომადგენლებს - ექიმებს, სოციალურ მუშაკებს და ხანდაზმულ მოქლაქეებს. მაგრამ AstraZeneca-ის პრეპარატის მოხმარებაში გაშვებით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროცესი დაჩქარდება, რაც მოიტანს თითქმის მთელი მოსახლეობის იმუნიზაციას.

ბრიტანეთის მთავრობა და ექიმები ვაქცინის შემუშავებას გადამწყვეტ მომენტად მიჩნევენ COVID-19-თან ბრძოლაში. მოელიან, რომ მასობრივი ვაქცინაცია ინფექციას შებოჭავს, რის გამოც შესაძლებელი გახდება შეზღუდვების მოხსნა და ცხოვრების უწინდელი სტილის დაბრუნება. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ფუნქციონირებს აცრის 700 ცენტრი. კვირის ბოლომდე მათმა რიცხვმა 1000-ს უნდა გადააჭარბოს.

საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას, ბრიტანეთმა შეცვალა ვაქცინაციის პრინციპი და პირველ და მეორე აცრას შორის შუალედი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა. ხელისუფლების განცხადებით, პირველი დოზა უნდა მიიღოს რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ, რადგან სწორედ ის იწვევს ვირუსისგან ძირითად დაცვას. ვაქცინის მეორე კომპონენტი მხოლოდ მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.

AstraZeneca ვარაუდობს, რომ 2021 წელს აწარმოებს ვაქცინის სამ მილიონამდე დოზას.

პანდემიის დაწყენის შემდეგ დიდი ბრიტანეთში გამოვლენილია COVID-19-ის ორნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა, დაიღუპა 75 ათასზე მეტი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG