Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხანძრეებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სამმართველოში ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმდებარედ, სადაც ცეცხლი ეკიდა ხე-მცენარეებს. მათი ცნობით, ცეცხლი მცირე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში. ცეცხლი დაახლოებით 30 ჰექტარზე არის მოდებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადაებენ, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო ეკიპაჟები, ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ტერიტორია მოშორებულია დასახლებულ ადგილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG