Accessibility links

site logo site logo

სამეგრელოში ხანძრის 10 კერაზე მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ხანძრის ჩაქრობას  


სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 28 კერა ჩააქრეს და ორი კი ლოკალიზებულია. სამსახურის ცნობით, დარჩენილია ათი კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სამუშაოებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

სამსახურის განცხადებით, მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG