რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა საახალწლო უქმე დღეების შემდეგ გამოაქვეყნა კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რამდენიმე დღის სტატისტიკა.
31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე გამოვლენილია კორონავირუსის 357 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაიცვალა 12 პაციენტი - 8 გუდაუთის საავადმყოფოში და 4 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილ მობილურ ჰოსპიტალში.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9182 შემთხვევა, მათგან 7027 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 129 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი