Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 2316 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი. ეს 7 ნოემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2646-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 14 511 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2316 შემთხვევა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 23 დეკემბრის შემდეგ.

ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა შემცირებული იყო და შესაბამისად, ნაკლები იყო ახალი, აღრიცხული შემთხვევების რიცხვიც.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 232 079 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 382-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 222 787.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;

2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;

3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;

4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;

5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG