Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში აღრიცხული კორონავირუსის 2316 შემთხვევიდან 961 თბილისშია.

მონაცემები რეგიონების მიხედვით:

  • იმერეთი - 420;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 201;
  • კახეთი - 185;
  • შიდა ქართლი - 154;
  • ქვემო ქართლი - 142;
  • აჭარა - 125;
  • მცხეთა-მთიანეთი - 57;
  • გურია - 40;
  • სამცხე-ჯავახეთი - 16;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

2316 ახალი შეთხვევა 24 საათში ჩატარებული 14 511 ტესტირებიდან გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი. 382-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 5 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 6 620 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 4 012 პაციენტს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 287.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG