Accessibility links

logo-print logo-print

ტაჯიკეთში 87 წლის კაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მსჯავრდებული პოლიტიკოსების „მატერიალური მხარდაჭერისთვის“


87 წლის დონიერ ნაბიევი

ტაჯიკეთის 87 წლის მოქალაქეს, დონიერ ნაბიევს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ციხეში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების ოჯახების მატერიალური მხარდაჭერისთვის.

სასამართლოს მიერ 28 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის შესახებ ნაბიევის ოჯახის ახლობლებმა 4 იანვარს აცნობეს რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს.

დუშანბეს სასამართლომ ნაბიევი დამნაშავედ ცნო ქვეყანაში აკრძალული „ტაჯიკური ისლამური აღორძინების პარტიის“ წევრთა ნათესავებისთვის „გაწეული მატერიალური დახმარებისთვის“.

დუშანბეს რაიონული სასამართლოს წარმომადგენელმა, ისმოილ სომონიმ, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ნაბიევისათვის პატიმრობის შეფარდება დეკემბრის ბოლოს, მაგრამ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა საქმის მასალების გასაიდუმლოების გამო.

„ტაჯიკური ისლამური აღორძინების პარტია“ 2015 წელს გამოცხადდა ექსტრემისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციად და მისი საქმიანობა აიკრძალა.
თავად პარტია და ზოგიერთი უფლებადამცველი ჯგუფი, ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

პარტიის რამდენიმე ათეული წევრი და მათი მომხრე პასუხისგებაში მიეცა, ბევრს კი პატიმრობა შეეფარდა და ციხეში იმყოფება, რის გამოც პრეზიდენტ ემომალი რახმონის ხელისუფლებას უფლებადამცველების კრიტიკა დაატყდა თავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG