Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთმა თავშესაფარი მისცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მოხალისეს


ევგენი ჩუპოვი

ბულგარეთმა თავშესაფარი მისცა ევგენი ჩუპოვს, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მოხალისეს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური იუწყება დენილთა საქმეების სახელმწიფო სააგენტოს შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად 41 წლის ანტიკორუფციონერმა აქტივისტმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ ორჯერ დააკავა მოსკოვში.

ევგენი ჩუპოვმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა, მოსკოვში დააფუძნა რეგიონული მოძრაობა „გოლოვინოს დაცვისათვის“, რომელიც მუნიციპალური რაიონის პრობლემებზე მუშაობდა. 2014 წელს ჩუპოვი ოპოზოციონერი იულია გალიამინას საარჩევნო შტაბში მარკეტინგის საკითხებით იყო დაკავებული, ხოლო 2019 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.


ევგენი ჩუპოვმა რუსეთის მას შემდეგ დატოვა, რაც ორჯერ დააკავა პოლციამ და გადაიყვანა ქვეგანყოფილებაში, სადაც მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენებს.

აქტივისტი აცხადებდა, რომ იგი ღებულობდა მუქარებს და მის წინააღმდეგ აღძრეს შეთითხნილი სისხილის სამართლის საქმე სხვისი ქონების დაზიანების გამო.

ჩუპოვს ბულგარეთმა მეორე თხოვნის შემდეგ, 2020 წლის ბოლოს მისცა თავშესაფარი.

როგორც აქტივისტმა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს განუცხადა, იგი კმაყოფილია თავშესაფრის მიცემით. ის და მისი ცოლი გეგმავენ ინგლისური ენის მასწავლებლებად მუშაობას. მათი სამი შვილი კი უკვე დადის ადგილობრივ სკოლაში, მეოთხე, ნაბოლარა შვილი კი - საბავშვო ბაღში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG