Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

30 დეკემბერს ანქვაბს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახური დეკემბრის ბოლოს აცხადებდა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. პრესსამსახურის მიერ 5 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრ ანქვაბი საავადმყოფოში 4 იანვარს გადაიყვანეს, თუმცა, რა სახის გართულებით ნათქვამი არ არის. შეტყობინების თანახმად, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არ არის, თუმცა, აუცილებელია სტაციონარული მეთვალყურეობა.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9323 შემთხვევა, მათგან 7187 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 131 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG