Accessibility links

site logo site logo

WHO "იმედგაცრუებულია" ჩინეთის მხრიდან კორონავირუსის საგამოძიებო ჯგუფში გაწევრიანების დაგვიანებით


ჩინეთი აჭიანურებს შეერთებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან, რომელმაც ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობა უნდა გამოიძიოს.

WHO-ის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეისუსმა 5 იანვარს განაცხადა, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია" ჩინეთის მხრიდან მეცნიერებისთვის ნებართვის გაცემის გაჭიანურებით, იმ ფონზე, როცა "ორმა წევრმა უკვე დაიწყო მოგზაურობა და სხვებს ამის საშუალება ბოლო მომენტში არ მიეცათ".

WHO-ის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის თქმით, გაჭიანურების მიზეზი სავიზო ნებართვის გაუცემლობა გახდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 იანვარს გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება გრძელდება "ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის კონკრეტული თარიღის და საორგანიზაციო საკითხების" შესახებ. "წარმოშობის დადგენა ძალიან რთული საკითხია. საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ჩინეთში უპრობლემო მუშაობა, ჩვენ საჭირო პროცედურები უნდა განვახორციელოთ და საორგანიზაციო ზომები უნდა გავატაროთ", - განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.

WHO თვეების განმავლობაში ცდილობს ჩინეთში 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის გაგზავნას საიმისოდ, რომ მათ გამოიძიონ ვირუსის ცხოველებში წარმოშობა და ის, თუ პირველად როგორ გადავიდა ვირუსი ადამიანებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG