Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით პირი დააპატიმრეს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ ჯგუფებში


ჰონგ-კონგიდან გავრცელებული ცნობებით, 50-მდე პირი იქნა დაპატიმრებული ოპოზიციის რიგებიდან - ეს ზეწოლის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შემოიღეს კამათის საგნად ქცეული ეროვნული უსაფრთხოების კანონი.

გავრცელებული ცნობებით, 6 იანვარს დაპატიმრებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საარჩევნო პრაიმერისთან, რომელსაც უნდა გამოევლინა ყველაზე პოპულარული კანდიდატები მას შემდეგ გადადებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დაპატიმრება განხორციელდა უსაფრთხოების კანონით, რომელიც ჰონგ-კონგს პეკინმა ივნისში დაუწესა, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლები.

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივნის, ჯონ ლის თქმით, დაპატიმრებები ნაწილია ოპერაციისა, რომლის სამიზნეა ადგილობრივი მთავრობის "დამხობის" მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები.

ივლისში 600,000-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული პრაიმერისში, რათა შეერჩიათ კანდიდატები ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის. სექტემბერში დანიშნული არჩევნები მოგვიანებით გადაიდო, რის ოფიციალურ მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია დასახელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG