Accessibility links

logo-print logo-print

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მასობრივი ტესტირება დაიწყო


ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, წინასაშობაოდ, მასობრივი ტესტირება დაიწყო. ტესტირება უტარდებათ სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მგალობლებსა და მესანთლეებს. "ნაწილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ნაწილის მიმდინარეობს", - განმარტავენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში.

რაც შეეხება სადღესასწაულო ლიტურგიას, წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში ლოცვა 16:00 საათზე, ხოლო წირვა - 23:45 საათზე დაიწყება.
ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი თეოდორე მრევლს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი თხოვნაა: წირვის დასრულებამდე გეკეთოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია. გახმოვანების საშუალებით ხმა ისმის ეზოშიც და ხალხმრავლობის შემთხვევაში, შეიძლება გადანაწილდეთ ეზოში. ამ შემთხვევაში, გთხოვთ, ჩაიცვათ თბილად! ბედნიერ შობას გისურვებთ!" - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


როგორც საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ქურდაძე აცხადებს, გათვალისწინებული და დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. რაც შეეხება ტრადიციულ საშობაო ალილოს, ხვალ 7 იანვარს, საზეიმო მსვლელობა ახალციხეში არ გაიმართება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა.

ახალციხეში საშობაო ალილო ყოველწლიურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანე გელაშვილის ინიციატივით ტარდებოდა. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა ეწყობოდა და მოძღვარი მოსახლეობას უფლის შობას ახარებდა. ამ დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შესაწირი გაეღოთ. შეგროვებული პროდუქტი და ტანსაცმელი ყოველწლიურად ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადაეცემოდა.

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. წლების განმავლობაში ამ დღეს ტრადიციულად საშობაო ალილო იმართებოდა. წელს პანდემიის გამო შეცვლილი ტრადიციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG