პოლიციამ 21 წლის ბიჭი 19 წლის ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაწერეთ კომენტარი