Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ობამას პერიოდში ირანის და უკრაინის საკითხებზე მომუშავე დიპლომატებს წარადგენს სახელმწიფო დეპარტამენტში


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც ირანის და უკრაინის საკითხებზე მუშაობდნენ, წარადგინოს სახელმწიფო დეპარტამენტის რანგით მეორე და მესამე პოზიციებზე, - იუწყება აშშ-ის მედია 5 იანვარს.

ვენდი შერმანი, რომელიც აშშ-ის მხრიდან ხელმძღვანელობდა ირანთან გამართულ მოლაპარაკებას ბირთვულ შეთანხმებაზე და 2011-2015 წლებში ირანის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, შეირჩა მომავალი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილედ. 71 წლის შერმანი ხელმძღვანელობდა ევროპაში გამართულ მოლაპარაკებებს ირანთან და შესაძლოა ამ პროცესში კვლავაც ჩაერთოს, თუკი ბაიდენი მოისურვებს ბირთვულ ხელშეკრულებაში დაბრუნებას - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ცალმხრივად გამოიყვანა ამ ხელშეკრულებიდან.

ბაიდენი ასევე წარადგენს 59 წლის ვიქტორია ნულანდს, რომელიც უკრაინის საკითხზე რუსეთის ოფიციალურ პირებთან უთანხმოებაში იყო იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, 2013-2017 წლებში. გავრცელებული ცნობებით, ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG