Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ბათუმში, კლინიკა "ბაუში" დღეს კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგოს თითქმის ერთი თვის განმავლობაში, 12 დეკემბრიდან მკურნალობდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვების მძიმე დაზიანებით შეიყვანეს.

"პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გართულება აღენიშნებოდა. ის იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. 26 დეკემბრიდან კი პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს", - აცხადებენ კლინიკაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს რისკფაქტორებიდან მხოლოდ ჭარბი წონა ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG