Accessibility links

logo-print logo-print

გახარია ივანიშვილს ულოცავს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას


გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.

„საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.

ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“, - პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს უმდიდრეს კაცს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო Légion d'honneur (ღირსების ლეგიონი) გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG