Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები საბოლოო წარმატებას მიუახლოვდნენ ჯორჯიაში, გამარჯვებასთან ახლოსაა ჯონ ოსოფიც


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მომხრეები ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. 4 იანვარი, 2021 წელი;
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მომხრეები ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. 4 იანვარი, 2021 წელი;

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურის ორი კენჭისყრაში არმატებით დემოკრატიულ პარტია წარმატებას მიუახლოვდა, რაც აშკარა წინაპირობას ქმნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის.

ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურის ორიდან ერთ-ერთ კეჭისყრაში გაიმარჯვა დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, - იუწყება აშშ-ის მედია. აფრიკელ-ამერიკელთა ეკლესიის ბაპტისტ მღვდელს ეს ქცევს შტატის ისტორიაში პირველ შავკანიან სენატორად, ხოლო დემოკრატებს აახლოებს სენატის კონტროლთან.

მეორე ტურის გამარჯვებული საბოლოოდ არ გამოუცხადებულა, მაგრამ დემოკრატი, ჯონ ოსოფი ახლოსაა გამარჯვებასთან.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი მიესალმა უორნოკის გამარჯვბეას მიესალმა და თქვა, რომ ოსოფის გამარჯვებით დემოკრატები სენატს გააკონტროლებენ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყოს ცნობილი, რადგან უბნებს უწევთ ფოსტით მიღებული ბიულეტენების დიდი რაოდენობის დათვლა.

თუ დემოკრატები ორივე კენჭისყრას მოიგებენ, სენატი 50-50-ზე პროპორციით გაიყოფა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კი გადამწყვეტი ხმა ექნება საიმისოდ, რომ დემოკრატებმა სენატის კონტროლი შეძლონ. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უკვე აქვთ მცირე უპირატესობით მოპოვებული უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG