Accessibility links

site logo site logo

ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სენატმა შეაჩერა მუშაობა


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

სენატმა მოულოდნელად გამოაცხადა შესვენება და ზოგიერთმა წევრმა ოფისი დატოვა.

შენობაში სროლისას, როცა მეამბოხეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, დაჭრილია ერთი ქალი.

ტრამპმა ტვიტერით დაწერა: „გთხოვთ დაიცვათ ჩვენი პოლიცია და სამართალდამცავები კაპიტოლიუმში. ისინი მართლა ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან“, განაცხადა ტრამპმა კაპიტოლიუმში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შეჭრის შემდეგ. მას არ მოწოდებია თავის მომხრეებისთვის, დაიშალონ და მისი ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი.

ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობასთან.
ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობასთან.

ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც კონგრესის ერთობლივ სხდომას ადევნებდა თვალყურს, დაცვის სამსახურმა გაიყვანა. მან მოგვიანებით ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ „ძალადობა და განადგურება, რაც ხდება აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, უნდა შეწყდეს და უნდა შეწყდეს ახლა. ყველა, ვინ მასშია გარეული, პატივი უნდა სცეს სამართალდაცვის თანამშრომლებს, და დატოვოს შენობა“, აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ,რესპუბლიკელმა, კევინ მაკკარტიმ დაგმო ბრბო და მოწოდა პრეზიდენმ, განცხადება გააკეთოს. "რაც ხდება, ეს არაამერიკულია, და უნდა შეწყდეს", უთხრა მან Fox News-ს.

„ჩვენს პოლიტიკაში არ აქვს ადგილი ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეს“, განაცხადა ტვიტერით რონა მაკდენიელმა, რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ.

დონალდ ტრამპის მომხრე ზის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მაგიდასთან.
დონალდ ტრამპის მომხრე ზის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მაგიდასთან.

ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმისკენ წავიდნენ, სადაც შეტაკება მოხდა პოლიციასთან მას მერე, რაც ტრამპმა მომხრეებს მიმართა. მან განაცხადა, რომ არასოდეს დაუთმობს ბაიდენს.

ვაშინგტონის მერმა ქალაქში საღამოს ექვსი საათიდან კომენდანტის საათი დააწესა არჩევნების შედეგების დამტკიცების მიმართ პროტესტის გამო ქაოსის ფონზე.

მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG