Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიის შტატში ორი გამარჯვებით დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვეს კონტროლი


აშშ-ის ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაში გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა ჯონ ოსოფმა.

ოსოფმა არჩევნებში 50,3% მოაგროვა, მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა დევიდ პერდუმ კი 49,7%. 33 წლის ოსოფი აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა სენატორია.

ამავე შტატში დღესვე გამოვლინდა მეორე გამარჯვებული სენატორი, ასევე დემოკრატიული პარტიის წევრი რაფაელ უორნოკი, რომელიც ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორია.

ჯორჯიაში დღეს მოპოვებული გამარჯვებების წყალობით დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვა კონტროლი.

კონგრესზე მოპოვებული კონტროლი წინაპირობას ქმნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG