Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში განახლდა შენობის შტურმის გამო შეწყვეტილი სხდომა


აშშ-ის კონგრესში განახლდა წარმომადგენელთა პალატის და სენატის ერთობლივი სხდომა, რომელზეც კანონმდებლებმა უნდა დაადასტურონ 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ჯო ბაიდენის გამარჯვება.

განახლებული სხდომა გახსნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მისი განცხადებით, ისინი, ვინც კაპიტოლიუმის შენობაში ქაოსი მოაწყვეს, დამარცხდნენ, რადგან ძალადობა არასდროს იმარჯვებს.

კონგრესში სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასეულობით მომხრე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.

პოლიციამ კანონმდებლების და ჟურნალისტების ევაკუაცია განახორციელა და ტრამპის აგრესიულ მხარდამჭერებს შენობიდან აძევებდა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG