Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევიდან 670 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორნავირუსის 1 612 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 670 კვლავ თბილისზე მოდის. შედარებით ნაკლები მაჩვენებლებია რეგიონებში.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 118,
  • იმერეთი - 257,
  • ქვემო ქართლი - 106,
  • შიდა ქართლი - 107,
  • გურია - 29,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145,
  • კახეთი - 85,
  • მცხეთა-მთიანეთი - 56,
  • სამცხე-ჯავახეთი - 25,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 235 491 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 419-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 223 695.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 694-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG