Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში ბრძოლები გრძელდება, ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების ფონზე


ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის შეტევის შემდეგ გაქცეული ოჯახების ბავშვები. 2020 წლის ნოემბერი.

მთელ ავღანეთში არ წყდება სისხლიანი თავდასხმები, რის ფონზეც, ყატარში ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებმა განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის მიზანი ავღანეთში ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შეწყვეტაა.

ჰელმანდის პროვინციის წარმომადგენლის თქმით, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და სულ მცირე, ოთხი დაჭრეს 6 იანვრის საღამოს სავარაუდო საჰაერო თავდასხმის დროს პროვინციის დედაქალაქის, ლაშქარ გაჰის გარეუბანში, რომელსაც თალიბები აკონტროლებენ.

გუბერნატორის, აბდულ ნაბი ელჰამის, თქმით, არ არის ცხადი, იყო ეს საჰაერო თავდასხმა, თუ სხვა სახის იერიში. ავღანეთის სხვა რეგიონში, უშიშროების ძალების 12 თანამშრომელი მოკლეს მთთ ორ საყრდენ პუნქტზე თავდასხმისას.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის აუღია თავზე.

6 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაგრძელდა სამშვიდობო მოლაპარაკება 20-დღიანი შესვენების შემდეგ. სექტემბრის შემდეგ, როცა მოლაპარაკება დაიწყო ავღანეთში ძალადობისა და ქაოსის ფონზე, წინსვლა ამ შეხვედრებზე მიღწეული არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG