Accessibility links

site logo site logo

ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს COVID-19-თან საბრძოლველად


მაშინ, როცა იაპონია ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება, იაპონიის მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა ტოკიოში და სამ მიმდებარე რაიონში, რათა ხელი შეუშალოს კორონავირუსის გავრცელებას.

7 იანვრის განკარგულება პირველ რიგში ეხება რესტორნებსა და ბარებს, რომლებიც საღამოს 8 საათიდან დაიკეტება. მოსახლეობას ასევე სთხოვენ, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, თუკი ეს არ არის აუცილებელი. ბიზნესებს მოუწოდეს, გააძლიერონ დისტანციურად მუშაობა.

იაპონიაში კორონავირუსის პანდემია შედარებით ზომიერი მასშტაბებისაა. დღემდე ქვეყანაში ვირუსისგან გარდაიცვალა 3700-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დედაქალაქში ამ მაჩვენებელმა სარეკორდო მაჩვენებელს, დღეში 2447-ს მიაღწია.

ამასობაში მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს ჩინეთის პროვინცია ჰებეიში, სადაც დადასტურებულია ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა. 3 იანვრიდან საერთო მაჩვენებელმა 90-ს მიაღწია. უმეტესი მათგანი პროვინციის დედაქალქ შიჯიაჟუანშია. 10-მილიონიან ქალაქთან შეწყდა სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო კავშირი. სკოლებში შეწყდა სწავლა და სასკოლო საცხოვრებელი სახლები იზოლირებულია. ჰებეი პეკინის მეზობლად მდებარეობს. მსგავსი ზომები შემოიღეს ქალაქებში - შენიანსა და დალიანში, რომლებიც ჩრდილოეთით, პროვინცია ლიაონინში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG