Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოიგო


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფმა 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ანტალიაში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათას დოლარს შეადგენს, იტალიელ ანდრეა არნაბოლდს სძლია და მეთექვსმეტედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ოთხი გეიმი აიღო (4:6). მეორეშიც აგებდა, ანგარიშით 4:5 და მისი მეტოქე თამაშის მოსაგებად აწვდიდა, მაგრამ ნიკამ ჯერ ბრეიკით გაათანაბრა, შემდეგ ზედიზედ ორი ქულაც მიითვალა და სათავისო შედეგი დააფიქსირა - 7:5. გადამწყვეტ სეტში კი აბსოლუტურად უპრობლემოდ იმარჯვა - 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის იანვრიდან, ზედიზედ თერთმეტი თამაში ჰქონდა წაგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG