Accessibility links

logo-print logo-print

Human Rights Watch-ი: უზბეკეთის ხელისუფლება რეგისტრაციაში წინაღობებს უქმნის NGO-ებს


ადამიანის უფლებების სფეროს ერთ-ერთი უზბეკური ფორუმი.

Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ უზბეკეთმა უკანასკნელ წლებში „გარკვეული“ რეფორმები გაატარა, მაგრამ კვლავაც „ძლიერ“ აბრკოლებს ქვეყანაში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას რეგისტრაციისთვის საჭირო „გადაჭარბებული და მძიმე“ წესებით.

ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის მთავრობას მოუწოდებს შეცვალოს კანონმდებლობა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციებად რეგისტრირების საშუალება, რათა იმუშაონ ფაქიზ თემებზე - მათ შორის ადამიანის უფლებებისა და იძულებითი შრომის საკითხებზე.

7 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში Human Rights Watch-ი იმოწმებს ექვსი დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც შეეცადნენ უზბეკეთში არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებას, მაგრამ უარი ეთქვათ ამაზე. მათი თქმით, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები რეგისტრაციაზე უარს ამბობენ უმნიშვნელო შეცდომების გამო, მათ შორის გრამატიკასა ან პუნქტუაციაში.

საბოლოოდ ამ ექვსიდან ერთ-ერთ ორგანიზაციას მიეცა რეგისტრაციის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG