Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ანდრია განმარტავს პატრიარქის ეპისტოლის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზს 


დეკანოზი ანდრია ჟაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჟაღმაიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2021 წლის საშობაო ეპისტოლის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზების შესახებ რადიო თავისუფლება ელაპარაკა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. „რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა", - ამბობს დეკანოზი.

როგორც მღვდელი განმარტავს, პატრიარქს ბოლო წუთს ჰქონდა ტექსტში რაღაცების შეცვლის სურვილი. „რაღაცები არ მოეწონა. რაღაცის შეცვლა აღარ მოხერხდა გვიან. მანამ საბოლოო რედაქტირება არ გაკეთდა, არ გამოქვეყნდა [საშობაო ეპისტოლე]", - თქვა მან.

თეოლოგების თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გუშინ, 6 იანვარს პირველად დაირღვა ტრადიცია და ეპისტოლე არ წაუკითხავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG