Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა გაიზარდა


ცხინვალი
ცხინვალი

საახალწლო და საშობაო სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა გაიზარდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

როგორც ცხინვალის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმმა დიანა არსოევამ სააგენტო „რეს"-ს უთხრა, დეკემბრის შუა რიცხვებში, გამოძახებათა რაოდენობა, ნოემბრის პიკთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ახალი წლიდან სასწრაფოს დატვირთვა ისევ გაიზარდა.

„დღე-ღამეში 55-70-მდე ზარი შემოდის. ყოველ დღე 2-3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია კორონავირუსის შემთხვევის გამო ხდება. პირველი იანვრიდან დღემდე ჰოსპიტალიზირებულია 30-მდე ადამიანი სხვადასხვა დაავადებებით. ზარები ძირითადად იმ ადამიანებისგან შემოდის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პრობლემები აწუხებთ. გახშირდა ინსულტის და ინფარქტების შემთხვევები", - თქვა არსოევამ.

ექიმის განმარტებით, სასწრაფო დახმარებას ხშირად მიმართავენ, ის ადამიანებიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

„ვიღაცა ცუდად ხდება, ვიღაცა გონებას კარგავს, ასეთ გამოძახებებზეც ხშირად გვიწევს გასვლა. ბევრი გამოძახა იყო საახალწლო დღეებში და ზოგიერთ შემთხვევაში სასწრაფო იგვიანებდა. მუშაობდა ოთხი ბრიგადა. სამი თერაპიული და ერთი ბავშვთა“, - ამბობს დიანა არსოევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG