Accessibility links

logo-print logo-print

სენატის დემოკრატმა ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტ პენსს მოუწოდა, თანამდებობას ჩამოაშოროს ტრამპი


ჩაკ შუმერი

აშშ-ის სენტის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდა, გამოიყენოს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს თანამდებობას დონალდ ტრამპი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. შუმერის თქმით, თუ პენსი არ იმოქმედებს, კონგრესმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადოს.

„ის, რაც გუშინ მოხდა აშშ-ის კაპიტოლიუმში, იყო პრეზიდენტის მიერ პროვოცირებული ამბოხება აშშ-ის წინააღმდეგ,“ განაცხადა შუმერმა. „ამ პრეზიდენტს ერთი დღითაც აღარ უნდა ეკავოს თანამდებობა.“

„თუკი ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტი უარს იტყვიან მოქმედებაზე, კონგრესი ხელახლა უნდა შეიკრიბოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის,“ დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG