Accessibility links

site logo site logo

აბაშის მუნიციპალიტეტში 81 წლის კაცი დააყაჩაღეს


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში 81 წლის კაცი დააყაჩაღეს. ის საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა თავს, სავარაუდოდ, ორი ნიღბიანი პირი დაესხა.

თავდამსხმელებმა მოხუცს სცემეს და 500 ლარი წაიღეს. კაცი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სენაკის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG