Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპის თქმით, ის არ დაესწრება ბაიდენის ინაუგურაციას 20 იანვარს


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიღებული ტრადიციის საპირისპიროდ არ დაესწრება დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 20 იანვარს. ამის შესახებ მან 8 იანვარს დაწერა ტვიტერში.

„ყველასთვის, ვისაც აინტერესებს: არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე მისვლას“ - დაწერა მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელსაც ჯერაც არ უღიარებია 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება, თუმცა 7 იანვარს მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადააბარებს მას.

როგორც Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, თეთრ სახლში მსჯელობენ იმაზე, რომ ტრამპი 19 იანვარს დატოვებს ვაშინგტონს. ამავე წყაროს თანახმად, როგორც მოსალოდნელია, ის ფლორიდაში გაემგზავრება თავის საკურორტო კომპლექსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG