Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი


ცხინვალი
ცხინვალი

85 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ის ბავშვთა საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ 4 იანვარს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ინფექციონისტის ელეონორა ჯიოევას ინფორმაციით, 8 იანვრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებების „წითელ ზონებში“ 62 პაციენტი მკურნალობს. „ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ახლა 34 პაციენტი მკურნალობს, ბავშვთა საავადმყოფოს კოვიდზონაში კი -28. მათგან ხუთი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია“- ამბობს ელეონორა ჯიოევა.

გასულ 24 საათში სამედიცინო დაწესებულებებს კორონავირუსის ინფექციით ორმა ადამიანმა მიმართა. ჯიოევა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებულ რეგიონში 15 იანვრამდე გააგრძელეს შემზღუდავი ღონისძიებები. შეწყვეტილია სწავლა საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებელსა და პროფესიულ ტექნიკუმებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG