Accessibility links

logo-print logo-print

ბაიდენის თქმით, ტრამპი ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობას, მაგრამ მისი იმპიჩმენტის საკითხში არ ჩაერევა


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „არ შესწევს უნარი“ აშშ-ის ლიდერის როლი შეასრულოს. მაგრამ, მისი თქმით, უნდა გამოუცხადონ თუ არა მას იმპიჩმენტი, ეს აშშ-ის კონგრესის გადასაწყვეტია.

ამასობაში აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დემოკრატმა კანონმდებლებმა 8 იანვარს ტრამპის იმპიჩმენტის ბრალდებები შეადგინეს „ამბოხებისკენ წაქეზებითვის“.

NBC News-ს მოჰყავს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ლაპარაკია, რომ ტრამპი „განზრახ აკეთებდა განცხადებებს, რომლებმაც წააქეზეს გარდაუვალი უკანონო ქმედებები აშშ-ის კაპიტოლიუმში“. 6 იანვარს შენობაში ტრამპის მომხრე ბრბოს შეჭრისა და არეულობის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

„მე დიდი დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ შესწევდა თავისი მოვალეობების აღსრულების უნარი,“ თქვა ბაიდენმა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უკვე გამოუცხადა იმპიჩმენტი 2019 წლის დეკემბერში. ტრამპის მიმართ ბრალდება იყო ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის ობსტრუქცია. საქმე ეხებოდა ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებულ გამოძიებას. მაგრამ სენატმა, რომელიც რესპუბლიკელების ხელში იყო, 2020 წლის თებერვალში მხარი დაუჭირა ტრამპის თანამდებობაზე დატოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG