Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში მუდმივ რეჟიმში დაბლოკა


Twitter-მა 8 იანვარს მუდმივ რეჟიმში დაბლოკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში.

კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ნაბიჯი ძალადობის წამახალისებელი პოსტებისა და ამ პოსტებზე მომხმარებელთა რეაქციების გამო გადადგა.

„ანგარიშის @realDonaldTrump ბოლო ტვიტებისს და მასთან დაკავშირებული კონტექსტის ყურადღებით შესწავლის შემდეგ და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქნა ეს ტვიტები აღქმული და ინტერპრეტირებული - ჩვენ სამუდამოდ გავაუქმეთ ეს ანგარიში, ძალადობის პროვოცირების რისკის გამო“ - წერია განცხადებაში.

კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ანგარიშზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტების ანალიზი, მომხმარებელთა რეაქციების ჩათვლით, რაც უკავშირდება 6 იანვარს მისი მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის ფატქს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში პირველად სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაბლოკა და დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ანგარიშით სარგებლობდა. მან სწორედ სხვისი ანგარიშის დახმარებით აცნობა საზოგადოებას, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების მწვავე უკმაყოფილების მიუხედავად, მზად არის, რომ 20 იანვარს ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას.

ამ დროისთვის კვლავაც მოქმედია, დონალდ ტრამპის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში, თუმცა მას ის იშვიათად იყენებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG