Accessibility links

site logo site logo

საქართველოში COVID 19-ის 2 058 ახალი შემთხვევა აღირიცხა


ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 18 149 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა. გუშინ ეს მაჩვენებელი 537-ს შეადგენდა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი - 808 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. სხვაგან სურათი ასეთია: აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 529, ხოლო გარდაიცვალა 22 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საერთო ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში სულ გამოვლენილია ინფიცირების 238 086 ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG