Accessibility links

site logo site logo

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის გამათბობელი აფეთქდა


ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე გვიან ღამით მომხდარი აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა და დაშავდა შენობაში მყოფი ოთხი მოქალაქე. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის სტაციონარში რჩება ორი დაშავებული, მათგან ერთი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. აფეთქებისას დაშავდა ერთი მეხანძრე მაშველიც. დაშავებული ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას აღენიშნებოდა გულ-მკერდის ზედაპირული დაზიანება​ და ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა. პაციენტი არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას და ამიტომ სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა რამდენიმე საათში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG