Accessibility links

logo-print logo-print

დემოკრატები კაპიტოლიუმზე იერიშის გამო ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის დაჩქარებას ცდილობენ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ჩქარობს, იმპიჩმენტი გამოუცხადონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე შემდეგ კვირაში, მისი როლის გამო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ მოძალადეთა წაქეზებაში.

პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ 8 იანვარს გამოთქვა მუქარა, რომ იმოქმედებს, თუ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მინისტრთა კაბინეტი არ მიიღებენ 25-ე შესწორებას იმპიჩმენტის შესახებ, ან პრეზიდენტი არ იქნება თანახმა, გადადგეს. პელოსის სიტყვა იმპიჩმენტი არ უხსენებია.

პელოსიმ ივარაუდა, რომ ტრამპს, რადგან ცუდ განწყობაზეა, შეუძლია, დაიწყოს საომარი მოქმედება, ან გასცეს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ 12 დღეში. მედიის ცნობით, ამის თაობაზე პელოსიმ კანონმდებელ დემოკრატებს წერილი გაუგზავნა.

ძალიან ძნელი იქნება ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორება დარჩენილ 12 დღეში მაშინაც კი, თუ წარმომადგენელთა პალატა დაიწყებს იმპიჩმენტის პროცესს. ამის შემდეგ საჭირო იქნება, რომ სენატი, მისი ორ მესამედი, კვლავ შეიკრიბოს და იმსჯელოს.

დემოკრატების მზარდი გუნდი უჭერს მხარს 11 იანვარს იმპიჩმენტის პროცედურის გამართვას, ამის მზადყოფნა გამოხატა ორმა რესპუბლიკელმა სენატორმაც.

იმპიჩმენტის ორნაწილიანი პროექტი, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ ბრალდებებს არასამართლიან ქმედებებში, დემოკრატებმა 8 იანვარს შეიმუშავეს.

ტრამპის მომხრეებმა, მათ შორის, სენატორმა ლინდსი გრემმა და რესპუბლიკელების ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში კევინ მაკკარტნიმ, დემოკრატებს მოუწოდეს, არ დაიწყონ იმპიჩმენტის პროცესი, რათა არ გაღრმავდეს საზოგადოებაში განხეთქილება.

არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღება კონგრესს მიანდო. მან მიანიშნა, რომ მისი ყურადღება გადართულია ერთიანობის მიღწევაზე კორონავირუსსა და ეკონომიკის დაშლასთან ბრძოლისკენ.

ტრამპს „ოფისი უნდა დავატოვებინოთ“, მაგრამ ამის „ყველაზე სწრაფი საშუალებაა, ფიცი დავდოთ 20 იანვარს“, თქვა ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG