Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთის პრეზიდენტს „დადებითი მშვიდობა“ სურს და ამბობს, რომ მიზანი არჩეული მემკვიდრისთვის ძალაუფლების გადაცემაა


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია ძალაუფლების გადაცემა „არჩეული მემკვიდრისთვის“ და თალიბანთან „დადებითი მშვიდობა“ სურს.

ღანიმ ინტევიუ მისცა „სი-ენ-ენს,“ პირველ ლედისთან, რულასთან ერთად და შეეხო თავის მთავრობასა და თალიბანს შორის განახლებულ სამშვიდობო მოლაპარაკებას. ღანიმ განიხილა რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც საჭიროა მოლაპარაკების წარმატებით გასაგრძელებლად. „შეგვიძლია თუ არა შეთანხმება იმ მიზნის გარშემო, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობაც მიიღებს? - თქვა ღანიმ. კერძოდ იმაზე, რომ ავღანეთი უნდა იყოს სუვერენული, დემოკრატიული და ერთიანი, რომელსაც ექნება მშვიდობა შინ და გარეთ, რეგიონში? თუ ეს მიზანი მისაღებია, შეგვიძლია წინ წავიდეთ“, განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა. მოსაზრების გარშემო, რომ შეიქმნას გარდამავალი მთავრობა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მომავალი მთავრობა, ღანიმ განაცხადა: „ჩემი მთავარი მიზანია, შევძლო ძალაუფლების გადაცემა ხალხის ნების შესაბამისად, არჩეულ მემკვიდრეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG