Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმამ ვერ შეაჩერა ხანძარი გაგრაში


გაგრის დე ფაქტო სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის, დავიდ ბგანბას ცნობით, გაგრის რაიონში მოსულმა წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა. „ცეცხლი კვლავინდებურად ვრცელდება. ამის მიუხედავად, საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. ადგილზე მორიგეობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები“, - განუცხადა ბგანბამ „აფსნიპრესს“.

ორი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ კი საპასუხოდ თქვა, რომ ხანძრის ქრობაში თბილისის მხრიდან დახმარებას არ საჭიროებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ირწმუნებიან, რომ რეგიონში მოახერხეს 7 იანვრის საღამოდან ხანძრის ყველა კერის ლოკალიზება. მანამდე გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან იყო მოახლოებული და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG