Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საკვირაო ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება


ბელარუსის ქალაქებში 10 იანვარს მიმდინარეობს ტრადიციული საკვირაო ანტისამთავრობო გამოსვლები. დამოუკიდებელი ახალი ამბების პორტალის, TUT.BY-ს თანახმად, მშვიდობიანი საზოგადოებრივი გამოსვლები იმართება მინსკის მიკრორაიონებსა და სხვა ქალაქებში.

როგორც წინა საკვირაო აქციების დროს, მობილური ინტერნეტი არ მუშაობს, გაჩერებულია მეტრო.

ადრე, დიდი მსვლელობების დროს, ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა ხოლმე და მეტროს ზოგიერთი სადგური იხურებოდა.

მოხალისეები იტყობინებიან, რომ ქალაქ ჟორდინოში კვლავ საპატიმროში ჰყავთ 40 პირი, რომლებიც ახალ წლამდე დააკავეს.

რუსეთის სააგენტო ТАСС-ი იტყობინება, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის ტელეარხ როსია-1-თან საუბარში თქვა, რომ ბელარუსის ახალი კონსტიტუცია მზადდება და წლის ბოლოსთვის მისი პროექტის გარშემო გაიმართება რეფერენდუმი.

ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომასა და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG