Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა


ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ 2021 წლის პირველი ბაშო დაიწყო და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, ლევან გორგაძემ, თხუთმეტდღიანი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა.

ტოჩინოშინის საბრძოლო ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც მიმდინარე ბაშოს აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ატარებს, პირველ ტურში დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას - ტამავაშის დაეჭიდა და დოჰიოდან გაიყვანა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, იანვრის ბაშოს თექვსმეტი სეკიტორი გამოაკლდა. მათ შორის, უმთავრესი ფავორიტი - სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელსაც კოვიდ-19 შეჯიბრების წინ დაუდასტურდა.

„ჰაცუ ბაშოს“ მეორე ტურში - 11 იანვარს, ლევან გორგაძე მეხუთე მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე თექვსმეტჯერ შეხვდა და აქედან ცხრაჯერ მოუგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG