Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა


სადირ ჟაპაროვი
სადირ ჟაპაროვი

ყირგიზმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა, სადირ ჟაპაროვმა, გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებზე ყირგიზეთში 10 იანვარს და თავისი ძალაუფლება განამტკიცა სამ თვეში მას მერე, რაც სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამბოხმა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვია.

ამ ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ჟაპაროვს 79,3 პროცენტი მიემხრო. პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ყირგიზეთის 6,5 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საპრეზიდენტო მმართველობას, რომელიც ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს ჟაპაროვს. საპარლამენტო სისტემის მომხრე ყირგიზეთში მოსახლეობის ათი პროცენტია.

მოსახლეობის პასიურობა კენჭისყრაზე და შეფერხებები, რასაც გრძელი რიგები მოჰყვა საარჩევნო უბნებთან, გამოიწვია ძლიერმა ყინვამ, თუმცა სერიოზულ დარღვევებზე არ იტყობინებიან.

საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გაუქმება ოქტომბერში მოჰყვა ამბოხს, რომლის დროსაც ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად საპატიმროდან გაათავისუფლეს ჟაპაროვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG