Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხიანის ბაზრობაზე ხანძარი იყო


გამთენიისას ხანძარი იყო თბილისის მუხიანის დასახლებაში მდებარე ბაზრობის, "ჩემპიონის" ტერიტორიაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

დილის მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლს მეხანძრე-მაშველების 21 ჯგუფი აქრობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა, სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს და მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენაც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

30 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე. ახალი წლის ღამით, თბილისის დიდუბის რაიონში დაიწვა ავეჯის საწარმო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG