Accessibility links

site logo site logo

ანა დოლიძე: ეს არის ნახევარფაბრიკატი იმის, რასაც ამნისტია უნდა ერქვას


ანა დოლიძე

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ამნისტიის აქტი იმ სახით, რა სახითაც უნდა განხორციელდეს, არის ნახევარფაბრიკატი იმისა, რასაც ამნისტია უნდა ერქვას. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ საპატიმროს კარის გაღება ერთი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი კი პატიმრების რეინტეგრაციისთვის ხელშეწყობა უნდა იყოს, რაც არ კეთდება:

„ადამიანის მომზადება რეინტეგრაციისთვის იწყება ციხიდანვე და გრძელდება მას შემდეგაც. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამნისტიის პროცესში ვერცერთი განცხადება, როგორ ამზადებს “ქართული ოცნება" ამ 1000 თუ 1500 ადამიანს რეინტეგრაციისთვის... აი, ნახეთ, რა მოხდება. ორი გზაა, ან გაგვეზრდება ჩვენ რეციდივის მაჩვენებელი, იმიტომ, რომ ნაწილი ადამიანებისა უბრალოდ დაბრუნდება კრიმინალში, ან ხელისუფლებას შეიძლება იმედი აქვს, რომ რაღაცნაირად ეს ხალხი წავა საზღვარგარეთ და რაღაცნაირად აორთქლდება, ანუ საქართველოს წნეხი აღარ იქნება. ეს ჰგავს გაგრძელებას ბიძინა ივანიშვილის ნათქვამისა, რომ თუ აქ ვერ იპოვით შესაძლებლობას, მაშინ წადით უცხოეთში. ყველა შემთხვევაში ეს არის ნახევარფაბრიკატი იმისა, რასაც უნდა ერქვას ამნისტია“, - განაცხადა ანა დოლიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გარდა, ყურადღება უნდა ექცეოდეს ასევე გათავისუფლებული ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რაც ასევე არ ხდება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ დღესვე გახდება პლენარული სხდომის მსჯელობისა და საბოლოო კენჭისყრის საგანი. არსებული ინფორმაციით, ამნისტიის კანონი არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 1500-მდე პატიმარს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG