Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში მოქმედი ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების ვადა ხანგრძლივდება და 1 თებერვლამდე იმოქმედებს. თურნავას თქმით, 1 თებერვლამდე დარჩენილ დროს ხელისუფლება გამოიყენებს ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისა და "უსაფრთხო გახსნისთვის" მოსამზადებლად.

"ჩვენ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან იმაზე, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. შეიძლება დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც, დიდი იმედი გვაქვს, თებერვლიდან დაიწყება", - თქვა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, გახსნის პროცესი თებერვლიდან პირველ რიგში არასასურსათო ვაჭრობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.

"პირველი თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე ვიმუშავებთ დარჩენილ ორ-სამ კვირაში. ყველაზე დიდი ალბათობა არის ვაჭრობის თემა, ვაჭრობამ უკვე დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ მკაცრად დაიცვან წესები, ვმსჯელობთ მუნიციპალური ტრანსპორტის თემაზე, მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება მომდევნო დღეებში. რა მოცემულობა უნდა იყოს? უნდა იყოს დაღმავალი სტატისტიკა ახალი შემთხვევების", - თქვა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. შედეგად, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე; სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG