Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი, რომლებიც მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დააკმაყოფილა. ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს - სასამართლომ მათ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღესვე, შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების პარალელურად, გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მასზე, ცოცხალზე, რამდენიმე ადამიანმა ფიზიკურად იძალადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG