Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა „მსოფლიოს მასტერსზე“ მესამე ადგილი დაიკავა


ვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, „მსოფლიოს მასტერსზე“, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო. ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ებრაელ ბარუშ შმაილოვთან მარცხით, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა.

ვაჟა მარგველაშვილის გარდა დღეს საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებნენ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე 60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (52 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (57 კგ), მაგრამ სამივემ საწყის ეტაპზევე დაკარგა საპრიზო სამეულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი.

სამდღიანი ტურნირის მეორე დღეს, 12 იანვარს, დოჰას ტატამზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება: კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში და ქალებში - 63 და 70 კილოგრამებში. ქართული დროშის ქვეშ იჭიდავებენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG