Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა წარმოადგინეს საიმპიჩმენტო რეზოლუცია ტრამპის წინააღმდეგ


აშშ-ის წარმომადგენელტა პალატაში 11 იანვარს დემოკრატებმა დაიწყეს იმპიჩმენტის პროცესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, უკვე მეორედ - იმ შემთხვევისთვის, თუკი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და კაბინეტი ტრამპს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ.

დემოკრატებმა წარმოადგინეს რეზოლუცია, რომელიც პენსს მოუწოდებს მოქმედებაში მოიყვანოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ტრამპი თანამდებობიდან გადააყენოს.

რესპუბლიკელებმა დაბლოკეს რეზოლუციაზე მყისიერი კენჭისყრა, რის შემდეგაც დემოკრატებმა საიმპიჩმენტო მუხლი წარმოადგინეს ტრამპის მიმართ, "ამბოხების წახალისებისთვის" - იმ როლისთვის, რომელიც მან შეასრულა 6 იანვარს მისი მხარდამჭერების მხრიდან ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე მიტანილ იერიშში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ტრამპმა აქციის მონაწილეებს მიმართა ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ მისი მომხრეები იერიშს დაიწყებდნენ. რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტი გამოვიდა განცხადებებით, რომლებმაც "წაახალისა და შესაბამისად მოიტანა" კაპიტოლიუმზე განხორციელებული უკანონო ქმედებები.

პენსს არაფერი უთქვამს იმაზე, არის თუ არა მზად კონსტიტუციის 25-ე მუხლის მოქმედებაში მოსაყვანად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG